“სასამართლო ოკუპანტებს ელოდებათ, გმირებს კი – დიდება და პატივი”

კალაძე “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე  ქართველ სამხედროებს მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა”ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეებს ჰააგაში გასამართლება ელოდებათ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა დარტყმა მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტს – საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მის ერთიანობას.

ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი აბსურდული განცხადებებისთვის არანაირი თეორიული საფუძველიც კი არ არსებობს და „ნაციონალური მოძრაობა“ უტიფრად ცდილობს საზოგადოების და ჩვენი გმირების შეცდომაში შეყვანას, მათი სახელის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას.

მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიტოვებულ ჩვენს გმირ ოფიცრებს, სერჟანტებსა და რიგითებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ – დიდება და პატივი მადლიერი ქართველი ხალხისგან. სასამართლო ემუქრება ოკუპანტებს და ბანდფორმირებებს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა ჩაატარეს ქართულ მიწაზე”, – განაცხადა კახა კალაძემ..

გენერალური მდივნის განცხადებით, მმართველი გუნდი ხალხთან ერთად დაიცავს ჯარს “ნაციონალური მოძრაობის” შანტაჟისგან.

image_pdfimage_print

Comments

comments