ეკონომიკის მინისტრი:“2025 წლამდე 450-500 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ვგეგმავთ”

Картинки по запросу გიორგი ქობულია2025 წლამდე 450-500 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ვგეგმავთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსახლეობის შემოსავლების ზრდაა.

„ჩვენმა ინიციატივებმა, შესაძლოა, ძალიან ახლო მომავალში გამოიღოს შედეგი. უნდა გავაორმაგოთ საშუალო შემოსავალი ქვეყანაში. დღეს უმუშევრობისა და სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ეს რესურსი უნდა გამოვიყენოთ და ჩავრთოთ ეკონომიკაში. ეს ჩვენთვის გამოწვევა და შესაძლებლობაა“, – ამბობს ქობულია.

ამასთანავე, ეკონომიკის მინისტრი  წლის ბოლომდე სამინისტროში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს. როგორც მინისტრმა „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, გუნდის დაკომპლექტება წლის ბოლომდე გაგრძელდება.

bm.ge

image_pdfimage_print

Comments

comments