აფრიკაში 10 წელიწადში შიმშილის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, 2017 წლის შემდეგ, რეგიონში ბავშვთა შორის შიმშილიანობის მაჩვენებელი გაორმაგდა. საკვებზე ხელი ძირითადად 5 წლამდე ასაკის ბავშვებს არ მიუწვდებათ.

მასობრივი შიმშილის გამომწვევი მიზეზებია გვალვა, კონფლიქტები და პროდუქტზე ფასის ზრდა.

საჰელი  საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე ტერიტორიაა. იგი ნახევრად უდაბნოს წარმოადგენს, რომელიც ნახევრად სავანის ზონაში გადადის. იგი ასობით კილომეტრზეა გადაჭიმული ატლანტის ოკეანედან წითელ ზღვამდე და ფართობით დასავლეთ ევროპის ტოლია. ამ ტერიტორიაზე მდებარეობს მავრიტანია, სენეგალი, გამბია გამბია, მალი, ბურკინა-ფასო, ნიგერი, ჩადი და კაბო-ვერდე.

გაეროს 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში მოშიმშილე ადამიანების რაოდენობა გაიზარდა. 2017 წელს 821 მილიონი ადამიანი – ყოველი 9 ადამიანიდან ერთი – საკვების უკმარისობას განიცდიდა. ეს მაშინ, როდესაც ასეთი ადამიანების რაოდენობა 2016 წელს 815 მილიონი იყო. 2017 წელს 5 წლამდე ასაკის 50.5 მილიონი ბავშვი თავიანთ ასაკთან შედარებით გაცილებით უფრო მცირე წონისანი იყვნენ.

imedinews.ge

image_pdfimage_print

Comments

comments