“ქალები ქვეყნისთვისაც და ჩემთვისაც მთავარ ძალას წარმოადგენენ“

Картинки по запросу salome zurabishvili პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა  სალომე ზურაბიშვილმა განაცხადებით,  მის საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის პიარსპეციალისტები, მაგრამ არა რუსი პიარსპეციალისტები.

ჟურნალისტებმა ქალთა ორგანიზაციის „ქალები სამართლიანობისთვის“  წევრებთან შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს, არიან თუ არა  მის საარჩევნო კამპანიაში ჩართული პიარკონსულტანტები ისრაელიდან, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის პიარსპეციალისტები, მაგრამ არ არიან ჩართული რუსი პიარსპეციალისტები“.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი დღეს ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წევრებს შეხვდა, სადაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქალები საქართველოში ამომრჩეველთა 53 პროცენტს წარმოადგენენ, მაგრამ პოლიტიკაში სათანადო ადგილი არ აქვთ.

„ქალების ჩართულობა აუცილებელია. ქალები წარმოადგენენ ამ ქვეყნის ამომრჩევლების 53 პროცენტს, მაგრამ არ აქვთ სათანადო ადგილი პოლიტიკაში. ამ დროს, ქვეყნის ყველა სხვა დარგში პრაქტიკულად ქალები არიან წარმოდგენილი. ისინი არიან ძალიან ძლიერები, ზოგჯერ ძალიან წარმატებულიც, მაგრამ არა პოლიტიკაში, არც ადგილობრივ დონეზე და არც პარლამენტში.

მაგალითი, რაც მინდა, შემოვიტანო ქართულ პოლიტიკაში, რომ როგორც სხვა მოწინავე ქვეყნებში, საქართველოსაც ეყოლება ქალი პრეზიდენტი, ეს არის მაგალითისა და შემდეგი ბრძოლისთვის, რაც უნდა გავიაროთ, რომ საზოგადოება თანამედროვეობისკენ შეიცვალოს და ამავდროულად, შეინარჩუნოს ყველაზე ღირებული ტრადიციები. ამ ბრძოლაში ქალები იქნებიან მთავარი ძალა. ეს არის ამ ქვეყნისთვისაც და ჩემთვისაც მთავარი ძალა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე.

პრეზიდენტობის კანდიდატმა მოძრაობის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

image_pdfimage_print

Comments

comments