ტესტირების ცენტრებში ტექინსპექტირების პროცესის მონიტორინგი გამკაცრდება

Картинки по запросу техосмотрეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტესტირების ცენტრებში ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგს გაამკაცრებს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს აკაკი საღირაშვილის განმარტებით რეგლამენტში შედის ცვლილება– ყოველდღიურ რეჟიმში, ლაივკამერების საშუალებით ტექინსპექტირების პროცესზე შესაძლებელი იქნება თვალყურის დევნება. ამჟამად ტესტირების ცენტრებში ლაივკამერები დამონტაჟებულია, თუმცა მასალის ნახვა მხოლოდ გამოთხოვების შემდეგ არის შესაძლებელი.

„ხარვეზები და გამოწვევები გამოჩნდა რეფორმის იმპლემენტაციის დროს. ამასთან, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ყველა დაინტერესებულ პირთან. რაც შეეხება კორუფციულ რისკს, გადაგზავნილი გვაქვს მასალები და მოკვლევა მიმდინარეობს. იცით, რომ ათ ცენტრს ეტაპობრივად ვუჩერებთ საქმიანობას. ვფიქრობ, რომ კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმი დასახვეწია.

ამ მიმართულებით, ჩვენ რეგლამენტში შეგვაქვს შესაბამისი ცვლილება და გვინდა, ლაივრეჟიმში მოხდეს მონიტორინგი, დაიხვეწოს ეს მექანიზმი. რეგლამენტი მომზადებულია, მომზადებულია ცვლილების პაკეტი. ვგეგმავთ, მთავრობაზე გავიტანოთ. ცვლილება გულისხმობს მონიტორინგის დახვეწასა და ლაივკამერების სავალდებულო რეჟიმში ჩართვას. ახლა ტექინსპექტირების ცენტრებში ჩართულია ლაივკამერები. ცენტრებს აქვთ ვალდებულება, შეინახონ მასალა, აკრედიტაციის ცენტრს კი, შეუძლია გამოითხოვოს. ყოველდღე შეგვიძლია ლაივრეჟიმში ვადევნოთ თვალყური, ანუ კონტროლი გამკაცრდება“, – განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

80-ზე მეტ ტექდათვალიერების ცენტრს დაემატება კიდევ 51 ცენტრი, აქედან სამი მობილური იქნება.

შეგახსენებთ, 19 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ყალბი ანგარიშების გაცემის ფაქტები გამოავლინა. ტექნიკური ინსპექტირების 10 ცენტრს გამოძიების დასრულებამდე აკრედიტაცია შეუჩერდება.

image_pdfimage_print

Comments

comments