ცესკო – ამომრჩეველთა რაოდენობა დაახლოებით 9 000-ით არის გაზრდილი

ceskoამომრჩეველთა რაოდენობა დაახლოებით 9 000-ით არის გაზრდილი, – ამის შესახებ ცესკო-ს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გაზრდილ ამომრჩევლელთა რაოდენობაზე დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა.

„საუბარია იმ ამომრჩევლებზე, რომლებმაც პირველად გაიარეს რეგისტრაცია არჩევნების მეორე ტურისთვის, გაიაქტიურეს ან აიღეს ახალი დოკუმენტები. გარდა ამისა, აქ შედიან ის ამომრჩევლები, რომლებიც 28 ოქტომბრის შემდეგ გახდნენ 18 წლის ან ხვალ, 28 ნოემბერს გახდებიან 18 წლის”, – განმარტა ანა მიქელაძემ.

ცესკოს ინფორმაციით, 28 ნოემბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 – ს შეადგენს.

image_pdfimage_print

Comments

comments