საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში აქტივობა 9,49%-ით მაღალი იყო

 Похожее изображениеსაქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პირველ ტურთან შედარებით, 337 889-ით მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 28 ოქტომბრის არჩევნებთან შედარებით აქტივობა 9,49%-ით მაღალი იყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 20:00 საათიანმა აქტივობამ მეორე ტურში 56.23 % შეადგინა, ანუ კენჭისყრის პროცესში მილიონ 975 ათას 845-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პირველ ტურში 20:00 სთ-ის მონაცემებით, ამომრჩევლის საბოლოო აქტივობა 46,74% იყო, ანუ ხმის მისაცემად საქართველოში გახსნილ უბნებზე 1 637 956 ამომრჩეველი მივიდა.

რეგიონებში ყველაზე აქტიური ქედა აღმოჩნდა. აქ არჩევნებში მონაწილეობა ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის 72.72%-მა მიიღო. ყველაზე დაბალი აქტივობა კი წალკაში დაფიქსირდა, სადაც ამომრჩევლის მხოლოდ 43.12%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

პირველ ტურში ყველაზე აქტიური ადიგენი იყო, 60,53%-იანი აქტივობით. ყველაზე პასიური კი მთელი ქვეყნის მასშტაბით მარნეული, სადაც უბნებზე ამომრჩევლის მხოლოდ 36,47% მივიდა.

image_pdfimage_print

Comments

comments