გიორგი ვაშაძე:”დაშინება, მოსყიდვა, ქურდული სამყარო – ეს არჩევნები არ არის”

Похожее изображениеგაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის თქმით, ტოტალური დაშინებისა და ზეწოლის ფაქტების მიუხედავად, კონკრეტულ უბნებში გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს. მისივე განცხადებით, არჩევნები ლეგიტიმური არ არის.

„ჯერ დავთვალოთ ყველა ხმა, ეს ეგზიტპოლია იმ გარემოში, სადაც ამას არჩევნები არ ჰქვია. ეგზიტპოლი შეიძლება ჩატარდეს ევროპაში, ნორმალურ არჩევნებში, ან ჩვენთან თუნდაც აქამდე ნორმალურ არჩევნებს რომ ჰგავდა. ჩვენ საპირისპიროდ არის დაშინება, მოსყიდვა, ქურდული სამყარო, კრიმინალები, რომლებიც დადიოდნენ. ეს მილიონი ხმა, რომელიც იქით არის, ხვალ-ზეგ არის ჩვენი მხარდამჭერი ხმები. რაც ახლა საქართველოში მოხდა, ეს არჩევნები არ არის,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ „რუსთვი 2“-ზე.

საგანგებო ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ   მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შემდგომ გეგმებზე კი გაერთიანებული ოპოზიციის საბჭო იმსჯელებს, ახლა კი მთავარია ხმების დათვლა და დაცვა.

„ნებისმიერ შემდგომ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ჩვენ სამოქმედო საკითხებზე გაერთიანებულ ოპოზიციას ყავს თავისი საბჭო, საბჭო დაჯდება და მიიღებს გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით. მე მეტი კომენტარი არ შემიძლია გავაკეთო, ახლა ჩვენ გადართულები ვართ იმაზე, რომ თითოეული ოქმი მოვიტანოთ ჩვენს შტაბში, დავიცვათ თითოეული ხმა, დავითვალოთ თავიდან ბოლომდე შედეგები და შესაბამის სამოქმედო გეგმას აუცილებლად გაცნობებთ. ჩვენ ვითვლით ხმებს, მე ვარ შტაბის ხელმძღვანელი და ჩემი სამუშაო არის ახლა დღე და ღამე, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, არანაირად არ ვაპირებთ, რომ შევეშვათ და დავთმოთ. თითოეულ ხმას დავითვლით, ამის შემდეგ გვექნება დამატებითი განცხადებები ნებისმიერ სამოქმედო გეგმაზე“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

image_pdfimage_print

Comments

comments