ცესკო–ში 307 საჩივარია შესული

Картинки по запросу написать письмоსაპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 307 საჩივარია შესული.

ცესკო-ს ინფორმაციით, საჩივრების დიდი ნაწილი საუბნო საარჩევნო კომისიებში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მიერაა დაწერილი და ძირითადად, პროცედურული ხასიათის საკითხებს მოიცავს. მათ შორისაა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნა. შედეგების ბათილობასთან დაკავშირებული საჩივარი ხუთ უბანს ეხება: სიღნაღისა და წყალტუბოს თითო-თითო უბანი, მარნეულის სამი უბანი და ხულოში გადასატანი ყუთი.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ საუბნო კომისიებში 46, ხოლო საოლქო კომისიებში 54 საჩივარი წარადგინა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ თქვა, რომ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა, ძირითადად, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ჩაიარა. თუმცა, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს პრობლემური იყო ამომრჩევლის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები. მიხეილ ბენიძის თქმით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ დააფიქსირა ცალკეული სერიოზული ინციდენტები, როგორიცაა ამომრჩეველთა სამაგიდო სიის დაკარგვა, საარჩევნო უბანზე უცხო პირთა შეჭრა და ყუთის გატაცების მცდელობა.

ცესკო-ს ინფორმაციით, კომისია საჩივრებს კანონით დადგენილ ვადებში განიხილავს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.

image_pdfimage_print

Comments

comments