სალომე ზურაბიშვილი მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებისგან მილოცვებს იღებს

Картинки по запросу выборы в грузииსაქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს  დილიდან ულოცავენ  სხვადსხვა ქვეყნის ლიდერები, მათ შორის    საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ულოცავს. ბელარუსის ლიდერის მილოცვას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ავრცელებს.

„ბოლო წლებში ბელარუსულ-ქართული ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიდა. ამ ურთიერთობების მყარ ფუნდამენტს ბელარუსისა და საქართველოს ერების ურთიერთნდობა და ისტორიული მეგობრობა წარმოადგენს. ალექსანდრ ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების განვითარებისკენ მიმართული ინტენსიური კონტაქტების განვითარება სრულად შეესაბამება ორი ქვეყნის ინტერესს და ხელს შეუწყობს სახელმწიფოთაშორისი დიალოგის გაძლიერებას“,- აღნიშნულია ლუკაშენკოს მილოცვაში.

ბელარუსის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს ყველა ჩანაფიქრისა და წამოწყების განხორციელება უსურვა.

სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სერ ალან დუნკანი და მიესალმება არჩეული პრეზიდენტის სურვილს გააერთიანოს საზოგადოება და შეინარჩუნოს დემოკრატიის სტანდარტები.

Картинки по запросу сэр Алан Дункан

„ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. დიდი ბრიტანეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. მივესალმები არჩეული პრეზიდენტის სურვილს გააერთიანოს საზოგადოება და შეინარჩუნოს დემოკრატიის სტანდარტები, რომლებსაც ქართველი ხალხი მოითხოვს და იმსახურებს“, – წერს სერ ალან დუნკანი.

სალომე ზურაბიშვილი მილცვებს იღებს ასევე საქართველოში აკრედიტირებული ელჩებისგან. როგორც გერმანიის დიპლომატიური მისიის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში დაძაბული საარჩევნო ბრძოლის შემდეგ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.

„ვულოცავთ მომავალ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს! დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა აღიარებს არჩევნების შედეგს და საქართველო გააგრძელებს თავის ევროპულ გზაზე სვლას“,- აღნიშნულია ჰუბერტ ქნირშის მილოცვაში.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შეაჯამა და სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა.

„პირველ რიგში ვულოცავთ, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას და გვაქვს იმედი, მომავალში მასთან მჭიდრო თანამშრომლობის. ვულოცავთ ასევე, საქართველოს მოსახლეობას, რომ მან გამოიყენა თავისი ხმის მიცემის უფლება მშვიდი და მშვიდობიანი გზით. მივესალმებით ასევე, არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნები კონკურენტული იყო და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლთ კამპანიის ჩატარება. ჩვენ ვიზიარებთ შეფასებას, რომ ეს პროცესი დაზიანდა ერთი მხარის არამართებული უპირატესობის და ორივე მხარის საარჩევნო კამპანიების ნეგატიური ხასიათის გამო“, – განაცხადა ელჩმა.

image_pdfimage_print

Comments

comments