“არჩევნების შემდეგ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს უნდა დაუბრუნდეს”

Похожее изображениеსაქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არჩევნები დასრულდა და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. მამუკა ბახტაძის თქმით, პირველ რიგში სწრაფად უნდა დაიწყოს რეფორმების განხორციელება, რომლებიც მთავრობის დამტკიცების დროს დაანონსდა.

„მიუხედავად წინასაარჩევნო ემოციებისა, სასიხარულოა, რომ ეკონომიკური ზრდა გასულ თვეს დაფიქსირდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 6.7 პროცენტი, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო არის შემდგარი დემოკრატია და მიუხედავად ხშირ შემთხვევაში ძალიან ზღვარგადასული ემოციებისა, ქვეყანა ვითარდება სტაბილურად და ეს გახლავთ დიდი მონაპოვარი.

დარწმუნებული ვარ, შედეგები კიდევ უკეთესი გვექნება და საერთო ძალისხმევით, ჩვენს ხალხთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და პროგრესი ყველა მიმართულებით იქნება შეუქცევადი და კიდევ უფრო მდგრადი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძმ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია ქვეყნის წინსვლა და განვითარება გახდეს შეუქცევადი, რაც საბოლოოდ  თითოეულ მოქალაქეზე უნდა აისახოს; ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და პროგრესი ყველა მიმართულებით  შეუქცევადი იქნება.  ბრიფინგის ბოლოს  პრემიერმა აღნიშნა, რომ იუნესკო-მ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობების ნუსხაში შეიტანა.

„ეს არის ნათელი დასტური იმისა, თუ ჩვენ ქართველებს და ჩვენ წინაპრებს რა მასშტაბის კონტრიბუცია გვაქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments