“ეს კამპანია არ იყო, ეს ლანძღვა-გინება იყო”

Похожее изображениеსაქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის  ზვიად ძიძიგურის  შეფასებით,  საქართველოს ისტორიაში ისეთი საშინელი საარჩევნო კამპანია არ ყოფილა, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო.

„ეს კამპანია არ იყო, ეს ლანძღვა-გინება იყო, რომელიც ოპონენტებმა დაიწყეს და მთლიანობაში, ამ ყველაფერმა აგრესიული კამპანიის ელფერი შეიძინა. მსგავსი დამოკიდებულება ქართული პოლიტიკური კულტურისთვის რაიმის შემმატებელი არ იყო. სალომე ზურაბიშვილმა წონასწორობა შეინარჩუნა, ძალიან მშვიდი და ევროპული კამპანია ჩაატარა. მისი მხრიდან ზომიერების დარღვევა არ ყოფილა და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სალომე ზურაბიშვილს კარგი ნერვები აქვს, რაც მავალ პრეზიდენტს გამოადგება”, – აღნიშნავს ძიძიგური.

დეპუტატის თქმით, ეუთო-ს რეკომენდაციები გასათვალისწინებელია, რადგან „საარჩევნო კოდექსი“ ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად უნდა შეიცვალოს და ისე უნდა დაიხვეწოს, რომ საუკეთესო ნიშნულს მიუახლოვდეს.

image_pdfimage_print

Comments

comments