ირაკლი კობახიძე:”ნაციონალური მოძრაობა” თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივი ძალაა”

Картинки по запросу ნაციონალური მოძრაობაპარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივია და  ამ ანტისახელმწიფოებრივ ძალას “ქართული ოცნება” სახელმწიფოებრივი მიდგომებით დაუპირისპირდება.

“მათ უნდათ რაღაცნაირად შექმნან დესტაბილიზაციის მცდელობა. თუმცა, არანაირი პერსპექტივა დესტაბილიზაციის საქართველოში არ არის. ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა სტაბილურად. რა თქმა უნდა, არის კონკრეტული პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობის” სახით, რომელიც თავისი შინაარსით არის ანტისახელმწოფოებრივი. ეს ძალა იყო ანტისახელმწიფოებრივი 9 წლის განმავლობაში, როცა იყო ხელისუფლების სათავეში. ის არის ანტისახელმწიფოებრივი ამ 6 წლის განმავლობაში. ანტისახელმწიფოებრივ ძალას უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფოებრივი მიდგომა და ზუსტად ამ მიდგომით დავუპირისპირდებით ყველაფერს, რასაც ისინი განიზრახავენ. “ქართული ოცნების” მხრიდან იქნება ასეთი დამოკიდებულება”,- განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებზე  “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები  პასუხისმგებლობას არ იღებენ და აცხადებენ, რომ  ყოფილი პრეზიდენტი პარტიის  ერთ-ერთი რიგითი წევრია.

„მეორე ტურში რაც ხდებოდა, ეს იყო ნების გამოხატვაზე ტოტალური ზეგავლენის ნათელი მაგალითი და სამართლიან არჩევნებთან არაფერი ჰქონდა საერთო. მოთხოვნა, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს, არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, ვითხოვთ მთლიანად საპარლამენტო საარჩევნო სისტემის შეცვლას საკანონმდებლო კუთხით, რომელსაც იზიარებს სრულიად ოპოზიცია, უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო და კანონში უნდა ჩაიდოს საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით კონკრეტული ამკრძალავი ნორმები, რომ არ იღებდნენ ძალადობაში მონაწილეობას. კონსტრუქციულები ვართ ჩვენს შემოთავაზებებში და „ქართულ ოცნებისგან“ ასეთ კონსტრუქციულ ნაბიჯს მოვითხოვთ.

16 დეკემბერი არის საბოლოო ვადა, რომ დავიწყოთ დისკუსია. რუსთაველზე მისული თვითორგანიზებული ნაკადი გაორმაგდება და გარწმუნებთ, შეიძლება 10-ჯერ მეტი იყოს და მოგიწევთ მათთვის ანგარიშის გაწევა. ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია, თქვენ მოჰპარეთ არჩევანი ხალხს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მმართველი გუნდი კი “ნაციონალური მოძრაობის” ირგვლივ თავმოყრილი ოპოზიციის დესტაბილიზაციის გეგმაზე საუბრობს. “ნაციონალური მოძრაობა” საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად ცნობას ითხოვს და 16 დეკემბერს აქციის ჩატარებას აპირებს.

image_pdfimage_print

Comments

comments