საფრანგეთის ხელისუფლება საწვავის ფასს აღარ გაზრდის

Похожее изображениеსაფრანგეთის მთავრობა საწვავზე ფასების ზრდის გადაწყვეტილების გაუქმებას გეგმავს.

სააგენტო Reuters-ი საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ საწვავის ფასებზე განცხადების გაკეთებას საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ედუარდ ფილიპი გეგმავს.

ორ კვირაზე მეტია საფრანგეთში საწვავის გაძვირების გამო მასშტაბური საპროტესტი გამოსვლები არ წყდება. დემონსტრაციები პოლიციასთან დაპირისპირებასა არეულობაში რამდენჯერმე  გადაიზარდა. 17 ნოემბრიდან დღემდე პოლიციამ 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა. პარიზსა და სხვა დიდ ქალაქებში კი ხანძრის 249 შემთხვევა დაფიქსირდა.

მთავრობამ საწვავზე ფასების გაზრდის გადაწყვეტილება გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის ფარგლებში მიიღო. მასშტაბური აქციების ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეიტინგი 23%-მდე დაეცა.

საფრანგეთში ბენზინი ბოლო ერთ წელში 15%-ით გაძვირდა.

 

image_pdfimage_print

Comments

comments