კახა კალაძე: “მეტრო „ვარკეთილის“ ჭერის საპროექტო სამუშაოები თავიდან ჩატარდება”

Похожее изображениеედაქალაქის მერის  შეფასებით,  მეტროსადგურ „ვარკეთილის“ საპროექტო სამუშაოები თავიდან ჩატარდება. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, საპროექტო დოკუმენტაცია სრულყოფილი არ არის და  დამატებით კვლევებია საჭირო.


„მეტროსადგურების რეაბილიტაცია ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება. მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც, დაზარალებული მოქალაქეები გვყავდა. ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილებები ოპერატიულად მივიღეთ და ყველას მაქსიმალური თანადგომა გამოვუცხადეთ. ამის პარალელურად, „ვარკეთილის“ საპროექტო დოკუმენტაცია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაეგზავნა და გაკეთებული შეფასებებიდან გამომდინარე, შეიქმნა საჭიროება, რომ დამატებითი კვლევები და საპროექტო სამუშაოები ჩატარდეს. საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის დროს, უპირველესი და უმთავრესი უსაფრთხოებაა, რაც მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს. დადასტურებულად გეტყვით, რომ პროექტები, რომლითაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის სამუშაოები განხორციელდა, არაფრად ვარგა და საპროექტო სამუშაოები თავიდან არის ჩასატარებელი. ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს სრული დოკუმენტაცია გვექნება და მომავალი წლიდან პროექტის განხორციელებას დავიწყებთ. ანალოგიური მდგომარეობაა მეტროსადგურ „გურამიშვილის“ პროექტთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომავალი წლის თებერვლიდან, თბილისის „მეტროპოლიტენს“ კიდევ ოთხი რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება.

„მეტროსადგურების და ვაგონების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების პროცესი  უკვე დაწყებულია. სექტემბერში მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობა დაემატა, თუმცა ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მოქალაქეებს სრულყოფილად მოვემსახუროთ. თებერვალში მეტროსადგურებს კიდევ ოთხი რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მოცდის დრო შევამციროთ და მგზავრთა გადაყვანის რაოდენობა გავზარდოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ასევე, მომავალ წელს რვა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

„მეტროსადგურ „სამგორის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება, ხოლო 2019 წლის იანვრის ბოლომდე, მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია განხორციელდება. გარდა ამისა, მომავალი წლიდან, რვა მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეტაპობრივად დავიწყებთ. მომდევნო წლების განმავლობაში, ყველა მეტროსადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და არეალების მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამას აუცილებლად განვახორციელებთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

image_pdfimage_print

Comments

comments