“სამთავრობო ფონდი წინასაარჩევნო მანიპულაციისთვის იყო განკუთვნილი”

Картинки по запросу რომან გოცირიძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების საკითხზე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ არც პრეზიდენტს და არც პრემიერ-მინისტრს არ უნდა ჰქონდეთ ისეთი განკარგვადი სახსრები, რომელთა გაწევაც ბიუჯეტიდან პროგნოზირებულ ფულად შეიძლება.

„თუ არაპროგნოზირებადი რამ ხდება და ამ შემთხვევაში საჭიროა გადანახული ფული, ეს უნდა იყოს მხოლოდ მთავრობაში და მხოლოდ ამ მიზნით დასახარჯი. თუ არ მოხდა სტიქიური უბედურება, ეს ფული უნდა დაბრუნდეს უკან. ფონდები, განსაკუთრებით სამთავრობო ფონდი, იყო წინასაარჩევნო მანიპულაციისთვის განკუთვნილი. მსგავსი ფონდები არ სჭირდება ქვეყანას. არ მიგვაჩნია არგუმენტი, რომ რაღაც ინსტიტუტი შეიძლება დაკნინდეს, მაგრამ ასეთი ეჭვები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუკი არ გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესამცირებლადაც და მის კალაპოტში მოსაქცევადაც“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. ამასთან, ადმინისტრაციაში მომუშავეთა რაოდენობა 140-დან 60 ადამიანამდე მცირდება, ხოლო ადმინისტრაციის დაფინანსება – 9,8 მილიონი ლარიდან 6 მილიონ ლარამდე.

image_pdfimage_print

Comments

comments