“პროპორციული სისტემა 2020 წელს სამთავრობო კრიზისს მოიტანს”

Похожее изображениеპარლამენტის ვიცე-სპიკერს გია ვოლსკის აზრით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა სამთავრობო კრიზისს გამოიწვევს, რასაც ევროპული ქვეყნებიც ვერ გადაურჩნენ.

მისი თქიმთ, ოპოზიციას თანამშრომლობის სხვა გაგება აქვს, რადგან სურს, თავისი წინადადებები პრივილეგირებული და გაზიარებული იყოს, მაშინ როცა ოპოზიცია არა მხოლოდ აგრესიულად არის განწყობილი, არამედ მათი საქმიანობა ხასიათდება, როგორც დესტრუქცია და დესტაბილიზაცია.

„მათი მიზანია, საზოგადოებაში რაც შეიძლება მკაფიო და აგრესიული გამყოფი ხაზები იყოს. პარლამენტში ოპოზიციას თავისი წარმომადგენლობა ჰყავს და „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პარტიები მათ პოზიციებს იზიარებენ. კონსულტაციებზე უარი არასოდეს გვითქვამს, მაგრამ კონსულტაციებს გააჩნია, საკუთარი პოზიციების თავზე მოხვევა უნდათ. ანტაგონიზმის გათვალისწინებით, პროპორციული სისტემა 2020 წელს სამთავრობო კრიზისს მოიტანს, რასაც განვითარებული, ევროპული დემოკრატიული ქვეყნები ვერ გადაურჩნენ, საქართველოს კი, ეს ფუფუნება არ გააჩნია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა გაერთიანებულმა  ოპოზიციამ დააყანა.

image_pdfimage_print

Comments

comments