სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიას ასწავლიან

დაკავშირებული სურათისკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება, მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყება. საკითხი ახალ საგანში „თავდაცვა და უსაფრთხოება“ შედის, რომელიც სკოლებში სწორედ მიმდინარე სასწავლო წლის მეორე ნახევრიდან დაინერგება. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

„2015 წლის 8 აგვისტოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა თამარ სანიკიძემ, თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ქართული ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისათვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებდა.

სწორედ ამ მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა ახალი არჩევითი კურსი „თავდაცვა და უსაფრთხოება“. ამავდროულად, გაიწერა საგნის სტანდარტი, წლიური პროგრამა და მასწავლებლის გზამკვლევი. თავად თავდაცვის სამინისტრომ კი მოამზადა საგნის სახელმძღვანელო. „თავდაცვისა და უსაფრთხოების“ პილოტირებისთვის სკოლების შერჩევა ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო. ამ მიზნით, საგნის პედაგოგებად შეირჩნენ სამხედრო პირები, რომელთა გადამზადების თვენახევრიანი ტრენინგი უკვე დასრულდა და საპილოტე გაკვეთილებს ისინი მეორე სემესტრიდან ჩაატარებენ,”- განმარტეს სამინისტროში.

ამ დროისთვის, უწყებას საგნის სწავლებისთვის 20-მდე პირი ჰყავს გადამზადებული.

imedinews.ge

image_pdfimage_print

Comments

comments