მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული

Картинки по запросу დაკავებასაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს, მინდია გოგოჭური კი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული, რომელიც იმავე ბინაში იმყოფებოდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ამოღებულია სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღები, რომელიც პირებმა საცხოვრებელი ბინიდან გადმოყარეს. დანიშნულია ექსპერტიზა და ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა  ნათია მეზვრიშვილმა.

ორი პირი, მათ შორის საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური სამართალდამცველებმა გვიან ღამით თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე დააკავეს.

მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.

image_pdfimage_print

Comments

comments