„თავდაცვა და უსაფრთხოება“ მოსწავლეებში პატრიოტულ სულისკვეთებას გააძლიერებს”

Похожее изображениеსაქართველოს თავდაცვის მინისტრის აზრით, სკოლებისთვის ახალი საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ამოცანაა პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება.

„საჭიროდ ჩავთვალეთ პატრიოტული სულისკვეთების გაზრდის მიზნით შეგვემუშავებინა პილოტპროექტისსახით სახელმძღვანელო, კერძოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების, რომელიც მოზარდ თაობას პატრიოტული სულისკვეთებიდან გამომდინარე გააცნობს, რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო. ეს საფრთხეები არის როგორც კონვენციური, ასევე არაკონვენციური. ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული ბიოლოგიურ ან სხვა ტიპის კატასტროფებთან, შესაბამისად, ამ საფრთხეებს სჭირდება ადეკვატური აღქმა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე ქვეყნისთვის, რომლის 20% ოკუპირებულია, მომდინარეობს სწორედ რუსეთის ფედერაციიდან”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მინისტრის  თქმით, ეს საგანი არის აპრობირებული მეთოდი მთელ მსოფლიოში, რომლებიც გარკვეული საფრთხეების წინაშე დგანან.

„სახელმძღვანელო პილოტ პროექტის სახით წარდგენილი იქნება 14 საშუალო სკოლაში. ამისთვის მზად არიან ოფიცრები, რომლებიც უშუალოდ წაუკითხავენ და ინფორმაციას მიაწვდიან მოზარდებს გარკვეულ საფრთხეებზე”,- აღნიშნა იზორიამ.

მომავალი სემესტრიდან საჯარო სკოლებში საპილოტე რეჟიმში ახალი საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ დაინერგება. მოსწავლეებს გაკვეთილებს სამხედრო მოსამსახურეები ჩაუტარებენ, რომლებიც უკვე გადიან ტრენინგებს.

image_pdfimage_print

Comments

comments