"სალომე ზურაბიშვილს ვუსურვებთ აკეთოს ის, რაც კარგია ქართველი ხალხისთვის"


Картинки по запросу Лавров о Зурабишвилиრუსეთს თბილისთან კარგი ურთიერთობები სურს და სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ იმედოვნებს, რომ კონტრუქციული თანამშრომლობა დამყარდება. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მილანში ეუთოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილს ვუსურვებთ, რომ იყოს ყველა ქართველის პრეზიდენტი და აკეთოს ის, რაც კარგია ქართველი ხალხისთვის. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს, თბილისთან კარგი ურთიერთობები გვსურს. მიმაჩნია, რომ რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია,  რუსეთიდან საქართველოში ტურისტების საკმაოდ დიდი ნაკადი შედის. ბოლო დროს ორ ქვეყნის შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა, გაიზარდა ტვითბრუნვა და დასტაბილურდა ავიამიმოსვლა. ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ კონსტრუქციული თანამშრომლობის მეტი გზის ძიება.

სამწუხაროდ, ჩვენს მიერ მიღწეული ზოგიერთი შეთანხმება ქართულმა მხარემ არ შეასრულა, რადგან როდესაც რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებები დავასრულეთ, ამის პარალელურად ჩვენ თბილისთან შევთანხმდით ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნაზე. ეს იყო დეტალურად შემუშავებული შეთანხმება, სამწუხაროდ, მოგვიანებით ქართულმა მხარემ უარი თქვა ასეთი სცენრის შექმნაზე, რაც სამწუხაროა, რადგან მათ გაწყვიტეს კომუნიკაციის კიდევ ერთი ხაზი“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

 

tass.ru