“გამოჩნდნენ პირველი ვირთხები? ჩვენში უჭკუობა უკვე ტრადიციად იქცა”

Картинки по запросу ნინო კალანდაძე„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კალანდაძე სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „უჭკუობა უკვე ტრადიციად იქცა“.

“შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? არცთუ პარადოქსალურად სულ ერთიდაიგივე ვირთხებია ესენი ოღონდ. ტრადიციულად, ორიგინალურობით არც ახლა გამოირჩევიან. თაიმინგიც ისევ მრავლისმთქმელია და კონტექსტიც.

ასეა: გამომძალველთან მოლაპარაკებას ბუმერანგის ეფექტი აქვს – სანამ ძლიერი ხარ დროებით გიფრთხის და როცა ყველაზე სუსტი ხარ, მაშინ მოგაჭერს. აბა, სხვა მხრივ უფასოს და მუდამ გამორჩენაზე მყოფს სხვა რა ინტერესი აქვს? ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო. ჩვენში კი უჭკუობა უკვე ტრადიციად იქცა. სხვისი არ ვიცი და ჩემი დეჟავიუ, მგონი, აწი იწყება“ – წერს კალანდაძე.

შეგახსენებთ, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აღარ აპირებს არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს. მისი განმარტებით, ეს მხოლოდ აზიანებს ოპოზიციის ინტერესებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

image_pdfimage_print

Comments

comments