“ინაგურაციის მეორე ნაწილი შესაძლოა წინანდალში გაიმართოს”

Картинки по запросу წინანდალიინაუგურაციის საორგანიზაციო კომისია სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს.

ცნობილია, რომ ოფიციალური ღონისძიება 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში გაიმართება, ოფიციალური ცერემონიის სხვადასხვა ღონისძიების ადგილებად კი თბილისის და წინანდლის მამულიც განიხილება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა კახიშვილმაც ისაუბრა.

„არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ფიცს თელავში დადებს, ინაუგურაციის მეორე ნაწილი კი, შესაძლოა, წინანდალში გაიმართოს“, – განაცხადა ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ინაუგურაციის მოსამზადებელი ჯგუფის ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა.

მისი განცხადებით, ინაუგურაციის ცერემონიალის მონახაზი უკვე არსებობს, თუმცა ზუსტდება რამდენი სტუმარი მოიყრის თავს ღონისძიებაზე. ეს ინფორმაცია ორშაბათს გახდება ცნობილი და ისიც დაზუსტდება, თუ რა დაუჯდება ბიუჯეტს პრეზიდენტის ინაუგურაცია.

„ეს იქნება ლამაზი, მაგრამ არა პომპეზური სანახაობა“, – თქვა კახა კახიშვილმა.

პროტოკოლით გათვალისწინებული სტუმრების ვინაობა სავარაუდოდ ორშაბათს გახდება ცნობილი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციას მისი წინამორბედიც დაესწრება.

image_pdfimage_print

Comments

comments