შსს – 2018 წელს 116 ნარკორეალიზატორია დაკავებული

Похожее изображениеსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა და მებაჟე ოფიცრებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში ირანის ორი მოქალაქე: 1996 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1989 წელს დაბადებული შ.ქ. დააკავეს. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედებათ.

სამართალდამცველებმა, ორივე ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 40 აბი “მეტადონი” და ნარკოტიკული საშუალება “კოდეინის” შემცველი 350 აბი ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, 116 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მიმდინარე წლის განმავლობაში პოლიციამ ამოიღო დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 35 კილოგრამი „ჰეროინი“, ექვსი კილო და 600 გრამი „კოკაინი“, 12 ათასამდე აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, სამ კილოგრამამდე „მდმა“, ასევე,  ერთი კილო და 500 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტი“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

image_pdfimage_print

Comments

comments