საქრთველოს ყველაზე პატარა გიდს „მთის შვილის“ წოდება მიენიჭა

„მინდა, გიორგის მაგალითი მოვიყვანო, როგორც საუკეთესო მაგალითი ჩვენთან, მთაში როგორი თაობები იზრდებიან, როგორი პატრიოტები, როგორი ნიჭიერები და რაც მთავარია, გულწრფელები.

ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველო ასე ძალიან უყვართ ჩვენს მეგობრებს. ჩვენი ამოცანაა, რომ გიორგისნაირი მომავალი თაობები აუცილებლად ცხოვრობდნენ მთაში. ეს არის საუკეთესო პასუხი ადამიანებზე, ვინც ამბობს, რომ მთაში მოსახლეობის შენარჩუნება არის არაეფექტური. ასე არ შეიძლება, საქართველოს მთა არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე. გიორგის მინდა, წარმატებები ვუსურვო”,- განაცხადა ბახტაძემ.

13 წლის გიორგი ქოჩქიანი უშგულში ცხოვრობს. მან ოთხი ენა იცის და სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს გიდობას უწევს.  გიორგი ქოჩქიანი ამბობს, რომ ინგლისური და რუსული უშგულში ჩასულ ტურისტებთან ურთიერთობის დროს ისწავლა, თურქული და ებრაული კი, – ტელევიზორიდან.  მან საკუთარი შემოსავლით გასულ წელს ველოსიპედი და სკეიტბორდი იყიდა.

1tv.ge

image_pdfimage_print

Comments

comments