დრეზდენის არქივში პუტინის „შტაზის“ მოწმობა იპოვეს

Песков допустил возможность выдачи Путину удостоверения «Штази»გერმანული გამოცემა Bild-ი ვალდიმერ  პუტინის „შტაზის” მოწმობის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც  ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი  აღმოსავლეთ გერმანიის სახელმწიფო უშიშროების სამსახურში მუშაობდა. გამოცემაში აცხადებენ, რომ  ახალგაზრდა პუტინი ამ სამსახურში ბერლინის კედლის დანგრევამდე მოღვაწეობდა.

პუტინის „შტაზის„ მოწმობა ყოფილი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის დრეზდენის სამმართველოს არქივში იპოვეს. რუსეთის მომავალ ლიდერს მოწმობა 1985 წლის 31 დეკემბერს მისცემს და 1989 წლამდე სამჯერ გაუგრძელეს მოქმედების ვადა, აღნიშნავს გერმანული გამოცემა. ეს მოწმობა პუტინს უფლებას აძლევდა,  შესულიყო “შტაზის” ქვეგანყოფილებებში და აგენტები გადაებირებინა. დრეზდენის არქივის დირრექტორს კონრად ფელბერს უკვირს, განადგურების მაგივრად რატომ ჩააბარა  პუტინმა ეს მოწმობა არქივში.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტებს ურჩია, რუსეთის საგარეო დაზვერვას მიმართონ.

„შემიძლია ვივარაუდო, რომ იმ დროს საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურის კომიტეტი (კაგებე) და „შტაზი” თანამშრომლობდნენ და არ გამოვრიცხავ, რომ მოწმობების გაცვლა მოხდა”, – განცხადა პესკოვმა.

აღსანიშნავია, რომ პუტინის აღმოსავლეთ გერმანიის სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან კავშირის შესახებ გერმანიაში არაფერი იცოდნენ და ამ კავშირის დამამტკიცებელი საბუთები ამ დრომდე ნაპოვნი არ ყოფილა.

image_pdfimage_print

Comments

comments