" საახალწლო სიურპრიზი გავუკეთოთ „ნაცმოძრაობას“– განვიხილოთ „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტი"


Картинки по запросу ადა მარშანია„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ადა მარშანიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ  “ნაცმოძრაობისთვის”  საახალწლო სიურპრიზი იქნება „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტის განხილვა.

„ვნახე და მიხარია, რომ ჩვენი ანტინაცისტური რეზოლუციის პროექტი დღის წესრიგში შესულია, მაგრამ 45-ე ნომრად. მოდით, საახალწლო სიურპრიზი გავუკეთოთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ბოლოს და ბოლოს, განვიხილოთ ეს რეზოლუციის პროექტი, საახალწლო რეზოლუცია ან ვცნოთ, რომ ეს მართლა კრიმინალური რეჟიმი იყო ან გააგრძელეთ მაშინ მათთან თანამშრომლობა. გადავწიოთ უფრო წინ, ახალ წლამდე განვიხილოთ და მივიღოთ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

საპარლამენტო ფრაქციამ „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ რეზოლუციის პროექტი რამდენიმე თვის წინ მოამზადა. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას მმართველობის პერიოდში საქართველოში დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი დამყარდა. დოკუმენტში საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არჩევნების გაყალბებაზე, სასამართლო სისტემის დამორჩილებაზე, პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, მფლობელებისთვის სატელევიზიო არხების წართმევაზე, საპროტესტო აქციების დარბევაზე, „ნულოვანი ტოლერანტობის“ მოტივით მოსახლეობის დაშინებაზე, საკუთრების უფლების შელახვასა და კოდორისა და ახალგორის ჩაბარებაზე.

ფრაქცია დოკუმენტში აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ეკისრებათ.