ვრცელდება სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე სავარაუდო თავდამსხმელის ფოტო

სოციალურ მედიაში  სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე სავარაუდო თავდამსხმელის ფოტო გავრცელდა. საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რომ ეჭვმიტანილი 1989 წელს დაბადებული შერიფ შექათია.

მათი ინფორმაციით, თავდამსხმელი საფრანგეთში დაიბადა და ამ ქვეყნის მოქალაქეა, თუმცა წარმოშობით მაროკოდან არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კაცი, რომელმაც საშობაო ბაზრობაზე ცეცხლი გახსნა, შეიარაღებული და სავარაუდოდ დაჭრილია. ის ჯერჯერობით პოლიციას არ დაუკავებია.

სტრასბურგში საშობაო ბაზრობასთან სროლა გუშინ მოხდა. 3 მოკლული და 12 დაჭრილი- ასეთია სტრასბურგში მომხდარი სროლის ბოლო მონაცემები. უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

 

image_pdfimage_print

Comments

comments