ირმა ინაშვილი:”კაცზე არასდროს ავწევ ხელს” – დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)

Похожее изображениеსაქართველოს პარლამენტში დღეს ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია დაუპირისპირდნენ.

“იმედის” ეთერში აღნიშნულ თემაზე საუბრისას, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ის ნიკა მელიას ცემას არ აპირებდა, რადგან ის ქალია და კაცზე არასოდეს აწევს ხელს. მისი თქმით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი დაპირისპირებისას დეპუტატ ნიკა მელიასთან იმიტომ მივიდა, რომ მიკროფონიდან მის მოწოდებას, განცხადების გაკეთების საშუალება მიეცა, არ ისმენდა.

„მივედი ნიკა მელიასთან, რადგან მიკროფონიდან არ ისმენდა, რასაც ვეუბნებოდი, რომ მოეცა საშუალება ჩემი მოხსენება დამემთავრებინა. მივედი და პირადად ვეუბნებოდი, რომ პატივი ეცა საკუთარი თავისთვის და გაჩუმებულიყო და დამშვიდებულიყო, მოეცა საშუალება, დამემთავრებინა ჩემი განცხადება.

ამას ვეუბნებოდი, როდესაც ვუთხარი გამოდი გარეთ-მეთქი, სიმართლე გითხრათ, ვეპატიჟებოდი ამ შენობაში, ჩემს კაბინეტში, მეოთხე სართულზე და პირისპირ მინდოდა საუბარი. უტრირებაა, რომ მე ნიკა მელია უნდა მეცემა, უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს“ – განაცხადა ინაშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments