საქართველოში საკეისრო კვეთების რაოდენობა შემცირდა

Похожее изображение

2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში საკეისრო კვეთების რაოდენობამ მშობიარობების საერთო რაოდენობის 42% შეადგინა, რაც რაოდენობრივად15 979-ს შეადგენს. 21 897 შემთხვევა კი (58%) ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე მოდის.

მათივე ინფორმაციით, სამი კვარტლის მაჩვენებლით იკვეთება შემდეგი დადებითი ტენდენციები:

  • გაიზარდა დროული მშობიარობების რაოდენობა,
  • გაჩნდა საკეისრო კვეთის კლების ტენდენცია,
  • გამოიკვეთა პირველი საკეისრო კვეთის კლების ტენდენცია,
  • შემცირდა გადაუდებელი საკეისრო კვეთებისრაოდენობა,
  • მცირედ, მაგრამ მაინც მცირდება ნეონატალური (დაბადებიდან 30-დღიანი პერიოდი) და მკვდრადშობადობის მაჩვენებელი.

პრობლემებს შორის კი უწყება აღნიშნავს, რომ ორსულის მართვასთან დაკავშირებით იკვეთება სამედიცინო პერსონალის არაკვალიფიციურობა, ორსულობის, მშობიარობის და ლოგინობის ხანის (42 დღე) პერიოდში მომხდარი გარდაცვალების შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა საკეისრო კვეთის შედეგად დადგა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მშობიარობების 44,6% საკეისრო კვეთებზე მოდიოდა. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 43.7% იყო. 2018 წლის დეტალური სტატისტიკა მომავალ წელს გახდება ცნობილი.

საქართველოში 2017 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდა სანქციები იმ სამშობიარო კლინიკებისთვის, სადაც განსაზღვრულ პერიოდში საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებელი არ შემცირდა.  სახელმწიფომ კლინიკებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა თანახმად, ექიმი ვალდებულია, განუმარტოს მშობიარეს ამ სახის ოპერაციასთან დაკავშირებული რისკები და გართულებების ალბათობა

1tv.ge

image_pdfimage_print

Comments

comments