მარჯნის კოლონიებს სმენის უნარი აღმოუჩნდათ


Картинки по запросу кораллыვუდს–ხოულსის ოკეანოგრაფიული ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს – მარჯნის უჯრედებს იმ ადგილში ურჩევნიათ დასახლება, სადაც რიფების ხმა ისმის. რამაც მეცნიერებში ვარაუდი დაბადა, რომ მარჯანს სმენის უნარი გააჩინა.

ბოლოდ დროს მსოფლიო მასშტაბით მარჯანის კოლონიების რაოდენობა მკვეთრად მცირდება და მეცნიერები იმის  დადგენას ცდილობენ,  თუ რა მიზეზით ირჩევენ საცხოვრებლად ამა თუ იმ  ადგილს.

უნივერსიტეტის კვლევამ ცხადყო, რომ მარჯანის პოლიპები  მგრძნობიარე არიან  ტემპერატურის, სინათლის და ქიმიური ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ოკეანეში წარმოიშობა.  ახლა კი დადგინდა, რომ მათ სმენის უნარიც გააჩნიათ. მეცნიერება აღმოაჩინეს, რომ მარჯნის უჯრედების უმეტესობა იქ სახლდება, სადაც კოლონიის ხმაური მეტად ისმი. ზოგადად, მარჯნის რიფები გამოირჩევიან მრავალფერი დაბალსიხშირიანი  ბგერების გამოცემით, ხოლო მათ უნაყოფო მონაკვეთებზე კი სრული სიჩუმე სუფევს.მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ხელოვნურად შექმნილი რიფების ხმის გამოყენებით მარჯანს უდაბურ ადგილებზე აიძულებენ დასახლებას.