“სადგური მოედანი 3”-ის ​ერთი მხარე 15 დეკემბრიდან 15 მარტამდე გადაიკეტება

Похожее изображениеთბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მეტროსადგურ „სადგური მოედანი 3“-ის ჩასასვლელის ერთი მხარე 15 დეკემბრიდან 15 მარტამდე გადაიკეტება.

“თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბრიდან 2019 წლის 15 მარტამდე დაგეგმილია მეტროსადგურის „სადგური მოედანი 3“ ჩასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ პერიოდში დაიკეტება „სადგური მოედანი 3“-ის ჩასასვლელის ერთი მხარე. მგზავრებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ როგორც მეორე, ასევე მეტროსადგურის ცენტრალური გამოსასვლელით. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის” – აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

image_pdfimage_print

Comments

comments