“მიწა უდიდესი საუნჯეა და მას სჭირდება მოფრთხილება “

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს  საქართველოს პატრიარქს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცლებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებს, არსებულ  პრობლემებსა და გამოწვევებს. მინისტრმა ილაპარაკა იმ პროგრამების შესახებ, რასაც სახელმწიფო ახორციელებს სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად. ასევე განიხილეს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის მარცვლეული კულტურების წარმოება, მევენახეობა, მეხილეობა, მეფუტკრეობა, მესაქონლეობა, მეფრინველეობა. აღინიშნა რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები დადებითად აისახება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და სოფლებში მცხოვრებ ოჯახებზე.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა,  მიწა უდიდესი საუნჯეა და მას სჭირდება მოფრთხილება და სწორი გამოყენება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული პროდუქციის წარმოების გაზრდის მნიშვნელობაზე და გამოთქვა იმედი, რომ სამინისტრო კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას.

image_pdfimage_print

Comments

comments