“სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიციელზე თავდასხმა იქნება უმკაცრესად დასჯადი”

“მოგეხსენებათ რომ იყო სერიოზული ცვლილებები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მიღებული. თუმცა, ვფიქრობ რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტს, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროსთან ერთად მოგვიწევს კიდევ ერთხელ დაჯდომა და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდების, რომლებიც არიან 14 წლამდე, მათ მიმართ გარკვეული სისტემური ცვლილებების მომზადება. დღეს ჩვენ ქვეყანაში, ფაქტობრივად არ გვაქვს რეფერირების სისტემა და ფაქტობრივად ბავშვები, რომლებიც 14 წლამდე ჩადიან დანაშაულს, ისინი საერთოდ ყოველგვარი ყურადღების გარეშე არიან სახელმწიფოს მხრიდან. “,-აღნიშნა  გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, კახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარეობს დამატებითი ფაქტების შესწავლა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიციელზე თავდასხმა იქნება უმკაცრესად დასჯადი.

„ 16 დეკემბერს მოხდა მარტივი რამ – ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა წინა დღეს დააანონსა, რომ ინაუგურაცია იქნებოდა ჩაშლილი და ინაუგურაციის დღეს თავს დაესხა პოლიციას. ჩემთვის ეს საკმარისია, რომ საერთოდ არანაირი კითხვის ნიშნები არ მქონდეს. ეს იყო აბსოლუტურად განზრახული პოლიტიკური აქტი. შემიძლია აბსოლუტურად ღიად და გულწრფელად გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს დამატებითი ფაქტების შესწავლა და როგორც კი გამოვლინდება დამატებითი ფაქტები, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული.

როდესაც ვსაუბრობთ გარკვეულ შედარებებზე, უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რა სტატუსის მატარებელიც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა იყოს, როგორც კი სახელმწიფოს წარმომადგენელზე, პოლიციელზე ხდება ფიზიკური ძალადობა, ამას ყოველთვის ექნება ადეკვატური პასუხი. არ მაინტერესებს რა იყო ადრე, ერთი, ორი, ხუთი და ათი წლის წინ. ამის შემდგომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე და პოლიციელზე თავდასხმა იქნება უმკაცრესად დასჯადი. თუ სადმე, რომელიმე კადრში აღმოჩნდა კიდევ ერთი კადრი ან დამატებით ფაქტი პოლიციელზე ზემოქმედების ფიზიკური, ამას მოჰყვება ის შედეგი, რაც მოჰყვა ბატონი კირკიტაძის შემთხვევაში. აქ სხვა აზრი არ შეიძლება არსებობდეს.

იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიციელის, სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელზე იქნება თავდასხმა, შედეგი იქნება იგივე, გარწმუნებთ,  შედეგი იქნება კიდევ უფრო მკაცრი. ამის გარანტიას გაძლევთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

image_pdfimage_print

Comments

comments