“საქართველოში ტაქსის მომსახურება ძალიან იაფია, მომავალში საფასური უნდა გაიზარდოს”

კალაძე კახათბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ტაქსების რეგულაციებზე  ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ტაქსით მგზავრობა ძალიან იაფია.

ამ ეტაპზე 20 ათასამდე ადამიანია, ვინც ტაქსის საქმანობის ლიცენზია მიიღო. მეორე ეტაპზე აუცილებელი იქნება ავტომობილს ტექნიკური ინსპექტირება ჰქონდეს გავლილი და იყოს თეთრი ფერის. ამასთან,  ტაქსის მძღოლები გარკვეული შეღავათებითაც შეძლებენ სარგებლობას.

კერძოდ, იმისთვის, რომ ავტომობილის გადაღებვაზე ხარჯი არ გასწიონ, ამ მომსახურებას სარეკლამო კომპანიები უზრუნველყოფს. გათავისუფლებულნი იქნებიან საშემოსავლოსგან, ასევე ავტომობილზე იქნება სპეციალური ადგილი გამოყოფილი, რომ პირებმა რეკლამა განათავსონ. ამ მხრივ ტაქსის მძღოლებს სარეკლამო კომპანიებთან მერია დაეხმარება, ხოლო რეკლამებიდან მიღებული თანხა მათი საკუთრება იქნება. საჩუქრად გადაეცემათ ტაქსის მანათობელი ნიშანიც, ასევე ვაუჩერი ავტომობილის დასუფთავებისთვის. გარდა ამისა, ქალაქის მასშტაბით, გამოყოფილია მათთვის უფასო საპარკინგე ადგილები.

რაც შეეხება შეზღუდვებს, მარჯვენასაჭიანი და ორკარიანი ავტომობილებით „ტაქსაობის“ აკრძალვა, რა თქმა უნდა, გარკვეული ოდენობით ტაქსის რაოდენობას შეამცირებს. ამასთან, მომავალში ტაქსით მომსახურების საფასურიც უნდა გაიზარდოს, რადგან სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, საქართველოში დღეს ტაქსის მომსახურება ძალიან იაფია,“-აღნიშნა კალაძემ.

მომავალი წლის ოქტომბრიდან დედაქალაქში ტაქსების რეფორმის მე-2 ეტაპი ამოქმედდება, რომლითაც მარჯვენასაჭიანი, ორკარიანი ავტომობილები ტაქსით მომსახურებას ვეღარ განახორციელებენ.

image_pdfimage_print

Comments

comments