ბენზინში ტყვიის შემცველობა განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს შეესაბამება

Похожее изображение
ბენზინში ტყვიის შემცველობა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს შეესაბამება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით, ბენზინგასამართი სადგურები შეამოწმეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოწმება გაფრთხილების გარეშე მოხდა და ქვეყნის მასშტაბით 240 სინჯის აღება განხორციელდა.
აღებული სინჯების ლაბორატორიული კვლევა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიამ უზრუნველყო. კვლევის შედეგად, დადგინდა რომ საავტომობილო ბენზინის ყველა საკვლევ ნიმუშში, ტყვიის შემცველობა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს შეესაბამება“,- აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

image_pdfimage_print

Comments

comments