სალომე ზურაბიშვილმა გუნდის წევრები დაასახელა

სალომე ზურაბიშვილმა მრჩევლები პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გუნდის ნაწილი წარადგინა. სრულად  პრეზიდენტის ადმინისტრაცია რეორგანიზაციის შემდეგ დაკომპლექტდება.

წარდგენილ პირთა შორის არიან : პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია; დიმიტრი გაბუნია – საპარლამენტო მდივანი; ქეთევან მახარაშვილი – ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ეთნიკურ უცირესობებთან საკითხებში და ტერიტორიული თანასწორობის საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაციის ხელმძღვანელი და ადმინისტრაციის პრესსპიკერი, ასევე სიმონ პეტრიდისი – შშმ პირების საკითხებში მრჩეველი; ნათია სულავა – დიასპორის და  მოქალაქეობის საკითხებში მრჩეველი; აკია ბარბაქაძე – სამხედრო საკითხებში მრჩეველი; ირინა შენგელია – საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობასთან საკითხებში მრჩეველი და კოტე ნაცვლიშვილი – კულტურის, განათლების და მეცნიერების საკითხებში მრჩეველი.

18 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა სოფო ჯაჯანაშვილმა შესაძლოა სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაშიც გააგრძელოს მუშაობა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა, მან გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, კობა ედილაშვილს და საფინანსო სამსახურის უფროსს თამარ გოდერძიაშვილს ახალ ადმინისტრაციაში მუშაობა შესთავაზა.

image_pdfimage_print

Comments

comments