პირველი პრეზიდენტის საქმის ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გახანგრძლივდა

Похожее изображениеპირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის ვადა 2023 წლამდე გახანგრძლივდა. გადაწყვეტილება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთხმად მიიღო. გადაწყვეტილებას მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა.

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების შესაძლო შეწყვეტის გამო კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა მთავარი პროკურატურის მისაღებში შიმშილობა 11 დღის წინ დაიწყეს. 31 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა იწურება. საქმის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებაზე პარლამენტი დღეიდან დაჩქარებულად იმსჯელებს.

21 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მიმართა, გაეთვალისწინებინა თხოვნა, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელებულიყო.

 

image_pdfimage_print

Comments

comments