შუმერული ცივილიზაცია კლიმატის ცვლილებამ გაანადგურა

Картинки по запросу шумерыოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ  ძველი უმსხვილესი შუმერული ცივილიზაციის გაქრობის მიზეზი კლიმატის ცვლილებაა.

მანამდე სპეციალისტებს რამოდენიმე ვერსია ჰქონდათ – ზოგს მიაჩნდა, რომ შუმერები მესოპოტამიის დიდგვაროვნებმა გაანადგურეს, რომლებიც ხელისუფლების ცნტრალიზაციით იყვნენ უკმაყოფილოები. ზოგი მეცნიერი კი თვლიდა, რომ ცივილიზაციას მომთაბარე ტომების შემოსევამ მოუღო ბოლო. ახლა კი კლიმატოლოგებმა ჩრდილოეთ ირანში მდებარე გამოქვაბული გოლ–ი–ზარადი და მასში არსებული სტალაქტიტები შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ გვალვამ და მტვრის ქარბუქებმა შუმერებს წყლის ყველა მარაგი გაუნადგურეს.

 “დიდი ხანია არსებობდა ვარაუდი, რომ იმ პერიოდში კლიმატური კატასტროფა მოხდა, რომელმაც ერთდროულად გაანადგურა არა მხოლოდ შუმერული, არამედ ძველი ინდური და ეგვიპტური ცივილიზაციები.” – განმარტა ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერმა სტეისი ქეროლინმა.

დაახლოებით 4,26 ათასი წლის წინ სტალაქტიტების ზრდა მკვეთრად შენელდა, რაც ნალექის დონის უეცარ შემცირებაზე მეტყველებს. გვალვამ 300 წელზე მეტ ხანს გასტანა. ამასთან, სტალაქტიტების ქიმიური შემადგენლობა იმ რეგიონში ხშირად მძვინვარე მტვრის ქარბუქებზე მიგვითითებს.

შუმერულმა ცივილიზაციამ 4200 წლის წინ უეცრად შეწყვიტა არსებობა. მეცნიერები დღემდე სწავლობენ შუმერების წარმომავლობას და მათი ენის ნათესავურ კავშირებს. ეს საკითხი დიდ ისტორიულ პრობლემას წარმოადგენს.

 

image_pdfimage_print

Comments

comments