კახა კალაძე:”ავტობუსის ზოლები განკუთვნილია მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის”

ყვითელი ავტობუსიდედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების შესახებ  ისაუბრა. კახა კალაძის  თქმით, პროექტების პროცესში გათვალისწინებულია უცხოელი ექსპერტების რჩევები, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იყოს კომფორტული, სწრაფი და თავისუფალი.

„შემთხვევით არ არის, რომ ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები გვაქვს განკუთვნილი ე.წ bus line-ები, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი და კომფორტული ქალაქში. ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში, ვეცდებით,  საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ისარგებლოს კიდევ უფრო მეტი უპირატესობით და შევზღუდოთ კერძო სატრანსპორტო საშუალებების მომსახურება. ხშირია შემთხვევა, როცა ავტობუსის სპეციალურ ზოლებზე კერძო ავტომობილები გადაადგილდებიან, რაც დარღვევაა.

მინდა, ირაკლი ხმალაძეს ვთხოვო, საპატრულო პოლიციასთან გვქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია და ურთიერთობა, მათი მხრიდან არის სრული მზაობა. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან მქონდა საუბარი, არის მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა. თუ საჭიროა, აუცილებლად დავაყენოთ კამერები, რომ ვინც დაარღვევს, დაჯარიმდეს. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს ზოლები არის შექმნილი მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ გადაადგილება სწრაფად და კომფორტულად. ამიტომ ჩემი თხოვნაა, ეს ყველაფერი მალე მოწესრიგდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, იგივე დამოკიდებულებაა ველობილიკებთან დაკავშირებით და  შესაბამის სამსახურებს სთხოვა ამ საკითხსაც მიაქციონ ყურადღება. მან ასევე  ლიცენზირებული ტაქსებისთვის გამოყოფილ უფასო პარკირების ადგილებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ამ ადგილებზე სხვა ავტომობილებია გაჩერებული და ეს პრობლემაც  მოსაგვარებელია.

image_pdfimage_print

Comments

comments