აშშ–ში საბიუჯეტო უთანხმოების გამო ეკონომიკური კრიზისის საფრთხე შეიქმნა

Похожее изображениеაშშ–ს პრეზიდენტის და კონგრესს შორის არსებული საბიუჯეტო უთანხმოების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დიდი ნაწილი მეხუთე დღეა დახურულია.  მუშაობას მხოლოდ საგანგებო სამსახურები, ეროვნულ და საჯარო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უწყებები განაგრძობენ. თუმცა, ბიუჯეტის დამტკიცებამდე ხელფასს ვერც ამ უწყებების თანამშრომლები მიიღებენ.

შექმნილ ვითარებაში დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ოპონენტების აზრით, ტრამპის პოლიტიკას ქვეყანა ქაოსისკენ მიჰყავს. აშშ–ში  შექმნილი კრიზისი უარყოფითად აისახა მსოფლიო ბირჟებზეც. იაპონიის და ჩინეთის ბირჟებზე აქციების მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა. ანალოგიური ტენდენციაა შეერთებული შტატების საფონდო ბირჟებზეც, რასაც ტრამპი ცენტრალურ ბანკს აბრალებს.

გასული კვირის ბოლოსთვის Dow-ს ინდექსი 350 პუნქტით დაეცა და მიმდინარე წლის ახალ მინიმუმს მიაღწია. ვარდნა განიცადეს S&P 500-ისა და Nasdaq-ის საფონდო ინდექსებმაც. 1.5%-დან 3%-მდე შემცირდა ისეთი მსხვილი კომპანიების ინდექსიც, როგორებიც Amazon-ი, Nordstrom-ი და Boeing-ი არიან.

დონალდ ტრამპმა ორშაბათს საკუთარ “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ სტატუსში ფედერალურ სარეზერვო სისტემას, რომელიც ქვეყანაში ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს, აშშ-ის ეკონომიკის ერთადერთი პრობლემა უწოდა.გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის, ჯერომი პაუელის დათხოვნას აპირებს, რადგან პაუელი არ ითვალისწინებს პრეზიდენტის უარყოფით დამოკიდებულებას მთავრი საპროცენტო განაკვეთის ზრდის პოლიტიკის მიმართ და არჩეულ კურსს განაგრძობს. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის მიერ ცენტრალურ ბანკზე მიტანილი იერიში ბაზრებზე ვითარებაზე კიდევ უფრო არასახარბიელოს გახდის.

ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) პოლიტიკისგან დამოუკიდებლობა აშშ-ის ცენტრალური ბანკისთვის, ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების ერთგვარი გარანტია და არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა აწყობთ პოლიტიკოსებს მოცემულ ვითარებაში.

image_pdfimage_print

Comments

comments