თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი აღარ გააძვირეს

გაზითბილისში ბუნებრივი გაზის ტარიფი 0.014 თეთრით შემცირდა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის” აბონენტები 2019 წლის პირველი იანვრიდან ერთ კუბურ მეტრში 46.139 თეთრს გადაიხდიან. მოქმედი ტარიფი კი, 46.153 თეთრს შეადგენს.

გადაწყვეტილება საქართველოს ენრგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა ერთხმად მიიღეს. კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, სამომხმარებლო ტარიფის შემცირება განაწილების ტარიფის შემცირებას უკავშირდება.

რაც შეეხება კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის” აბონენტებს, მათთვის ბუნებრივი გაზის ტარიფი 0.011 თეთრით შემცირდება. ამჟამად კომპანიის მოქმედი ტარიფი 56.940 თეთრია. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტით, 2019 წლის პირველი იანვრიდან ტარიფი 56.929 თეთრი უნდა გახდეს.

ბუნებრივ აირზე საფასურის მატება არ განხორციელდა აზერბაიჯანული კომპანია “სოკარის” გადაწყვეტილებით. კერძოდ, ლარის გაუფასურების გამო ყაზტრანსგაზი ფასის გაზრდას ითხოვდა, თუმცა მიმწოდებელმა კომპანია “სოკარმა” ღირებულება შეამცირა, რის გამოც ფასის გაზრდა არ მოხდება.

დღესვე შალვა ნათელაშვილმა  და მისმა  მხარდამჭერებმა სემეკ-თან აქცია წითელი ჟილეტებით<გამართეს.სემეკ-თან მიმდინარე აქციაზე ასევე მივიდა ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც სემეკ-ში სხდომაზე შევიდა და კომისიის წევრებს პეტიცია გადასცა. ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ სემეკ-მა ვერ გაბედა მოსახლეობისთვის გაზის გაძვირება, თუმცა, მისი ინფორმაციით, ტარიფი შესაძლოა, კომერციული სექტორისთვის გაიზარდოს.

image_pdfimage_print

Comments

comments