ერთ წელიწადში ვიზალიბერალიზაციით 339 255-მა მოქალაქემ ისარგებლა

ევროკავშირმა დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 6 მილიონ ევროს ოდენობის ტრანშის გადარიცხვა. ეს თანხა წარმოადგენს პირველ გადარიცხვას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 45 მილიონ ევროიანი. “ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისა (DCFTA) და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის” პროგრამის საბიუჯეტო დახმარების კომპონენტის ფარგლებში. წარმომადგენლობაში აღნიშნავენ, რომ სიტუაციის შეფასების შემდეგ ევროკავშირმა დაასკვნა, რომ ამ პირველი ფიქსირებული ტრანშის გადახდის წინაპირობები დაკმაყოფილდა და რომ საქართველოს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს DCFTA-ს და მცირე და საშუალო ბიზნესის რეფორმების განხორციელებას. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა არის მკაფიო მაჩვენებელი ევროკავშირის მზადყოფნისა, მხარი დაუჭიროს საქართველოში “ასოცირების შესახებ ხელშეკრულებისა” და “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის” განხორციელებას და ამავდროულად ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესს, როგორც მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საფუძველს. პროგრამის ფარგლებში შემდგომი ტრანშების გადმორიცხვა დამოკიდებული იქნება სავაჭრო პოლიტიკის რეფორმების გატარებასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის განცითარების სტრატეგიასთან დაკავშირებული წინაპირობების დაკმაყოფილებაზე, და ასევე მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების, საჯარო ფინანსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის უწყვეტ დამაკმაყოფილებელ მაჩვენებლებზე.2017 წლის 28 მარტიდან, საქართველოს 339 255-მა მოქალაქემ ისარგებლა ვიზალიბერალიზაციით და ამის ფარგლებში შენგენის წევრი ქვეყნების მიმართულებით 553 748 ვიზიტი განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” შსს-ზე დაყრდნობით წერს.

მათგან, საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად გერმანიაში ჩავიდნენ – 135 884 ვიზიტი; იტალიაში – 80 520 ვიზიტი, საბერძნეთი – 68 807 ვიზიტი, პოლონეთი – 42 054 ვიზიტი, ესპანეთი – 40 914  ვიზიტი.

ასევე, 39 120 ვიზიტი განხორციელდა საფრანგეთში, 24 120 – უნგრეთში, კვიპროსზე – 18 258, ხოლო ავსტრიაში – 16 293.

2017 წლის 8 მარტს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა ევროკავშირის საბჭოს N539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა.

შესაბამისად, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეძლებენ ვიზის გარეშე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გამგზავრებას.

image_pdfimage_print

Comments

comments