“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არ უნდა ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს”

ბესელია ეკაეკა ბესელიამ  იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. 

„ფიქრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს.

ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება, იხილოს გამჭვირვალე პროცესი და იყოს ჩართული მოსამართლეების, მაღალი რეპუტაციის მქონე პირების გამოკვეთაში და მათ შერჩევაში.  უზენაეს სასამართლოს ის მოსამართლეები უნდა ჰყავდეს, რომლებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს”,– განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, პარლამენტმა და კომიტეტმა უნდა იმუშაონ იმ პროცედურების სრული დაცვით, რომელიც პროცესს გახდის გამჭვირვალეს, სამართლიანსა და სწორს; ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატთა სია უნდა იყოს გაწვეული და არა შეჩერებული.

„უნდა იყოს ყველა პროცედურა გაწერილი. სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არამხოლოდ ჩემი შვილის და ძმის პოლიტიკური საქმის მოსამართლეები იყვნენ, სიაში არიან ადამიანები, რომლებიც ჩემი თანამებრძოლების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები. მიმაჩნია, მიმაჩნდა და ყოველთვის ეს განწყობა მექნება, რომ უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს ის მოსამართლეები, მაღალი კვალიფიკაციის და ისეთი რეპუტაციის მქონე იურისტები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიამ აღნიშნა, რომ  მისი მთავარი იდეალი ყოველთვის იყო და იქნება სამართლიანობისთვის ბრძოლა და  იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი თავმჯდომარედ ღირსეულ კანდიდატურას დაამტკიცებს.

 

 

image_pdfimage_print

Comments

comments