ბათუმის ბულვარი გონიოს ხიდით დაუკავშირდება

Похожее изображениеაჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს ბათუმის ბულვარის გონიომდე გაგრძელების პროექტზე მუშაობის დაწყება დააანონსა.

მისი განცხადებით, გონიოს ხიდისა და ბულვარის გაგრძელების პროექტის ეკონომიკურ კვლევაზე მუშაობას საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით აზიის ბანკი ახალი წლიდან დაიწყებს. პროექტი ბათუმის სანაპიროზე ახალი ბულვარის გაგრძელებას გულისხმობს, რომელიც გონიოს ახალი ხიდით დაუკავშირდება.

„პირველ რიგში, მადლობა უნდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, გუშინ მხარი დაგვიჭირეს და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აზიის ბანკს დაევალოს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის გაკეთება. შემდეგ წელს კი მომზადდება სატენდერო წინადადება და მეორე ფაზაზე გამოცხადდება მშენებლობა. ეს იქნება ისტორიული პროექტი, რომელიც ახალი განვითარების საშუალებას მისცემს ბათუმს, აჭარას და მთლიანად საქართველოს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, აჭარაში რამდენიმე გაჩერებული მშენებლობის საკითხიც დადებითად გადაწყდა და მომავალი წლიდან კომპანიები მშენებლობას განაახლებენ. თორნიკე რიჟვაძემ მათ შორის „კემპინსკისა“ და „ბაბილონ თაუერის“ შეჩერებული პროექტები დაასახელა.

image_pdfimage_print

Comments

comments