დედაქალაქის ბაღებში სწავლა არ გადაიდება

Картинки по запросу detsadთბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგების გახანგრძლივება  დაგეგმილი არ არის და  სწავლა 14 იანვრიდან განახლდება. 

ზამთრის პერიოდში საბავშვო ბაგა-ბაღებში დასწრების მაჩვენებელი დაბალია ხოლმე და ვინც საპატიო მიზეზით არ დადის ბაღში, მას გამოცხადების შემდეგ ცნობა მიაქვს სასწავლო დაწესებულებაში. როგორც ბაღების სააგენტოში განმარტეს, საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ბაღიდან ბავშვს არ გარიცხავენ.

თავისუფალი დასწრებაა გამოცხადებულია 15 იანვრამდე რუსთავის ბაღებში . ინფორმაცია რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ Facebook-ზე გაავრცელა.

“ასევე, თავისუფალი დასწრების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 7 საპატიო გაცდენის უფლებით. იანვრის თვეში თავისუფალი დასწრების გაგრძელების საკითხი დამოკიდებულია ვირუსების გავრცელების დინამიკაზე. დამატებით ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად მოგაწვდით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში გრიპის ვირუსის ფართოდ გავრცელებასთან დაკავშირებით 8 იანვრიდან პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

image_pdfimage_print

Comments

comments