რაულ ხაჯიმბა ვენესუელაში აპირებს ჩასვლას

Картинки по запросу хаджимбаოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ვენესუელაში ჩასვლას აპირებს.  რაულ ხაჯიმბა კარაკასში 10-11 იანვარს ჩავა და ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ინაუგურაციას დაესწრება.

„დაგეგმილია რაულ ხაჯიმბას მოლაპარაკებები ნიკოლას მადუროსთან, რა დროსაც მხარეები ვენესუელა-აფხაზეთის ურთიერთობების პერსპექტივას განიხილავენ“, – ნათქვამია ოკუპირებული რეგიონის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლას მადუროს პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევას ვენესუელას პარლამენტის  სპიკერმა არალეგიტიმური უწოდა, ქვეყნის მმართველობის  პარლამენტისთვის  გადაცემას მოითხოვს  ოპოზიცია.  ნიკოლას მადუროს პრეზიდენტად არჩევას არალეგიტიმურად მიიჩნევს  ასევე აშშ-ი, ევროკავშირი და ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილი.

image_pdfimage_print

Comments

comments