მაღაზია „მხოლოდ ქართული“ იხურება


Картинки по запросу მხოლოდ ქართული მაღაზიაგახსნიდან ერთი წლის თავზე მაღაზია „მხოლოდ ქართული“ იხურება.

ეს ის სავაჭრო ობიექტია, სადაც დახლებზე მხოლოდ ადგილობრივი პროდუქცია იყო განთავსებული და მისი გახსნის მიზანიც, სწორედ ქართული წარმოების პოპულარიზაციას წარმოადგენდა. როგორც მაღაზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო სოხაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, დახურვის მიზეზი ფინანსური პრობლემებია, რომელიც მომხმარებლების სიმცირემ გამოიწვია. მისი თქმით, ამას დაემატა დიდი საიჯარო გადასახადი და იმ პირობებში, როდესაც მაღაზიას სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ხელშეწყობა არ აქვს, ობიექტს საკუთარი თავის შენახვაც კი უჭირს.

მაღაზია „მხოლოდ ქართული“ 2018 წლის 25 იანვარს გაიხსნა და საწყის ეტაპზე 60 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სავაჭრო ობიექტში 2500-მდე სახეობის ქართული პროდუქცია იყო წარმოდგენილი. “იყიდე ქართული, გააძლიერე ქვეყანა” – ასეთი დევიზით დაიწყო თავის დროზე საქმიანობა მაღაზიამ, თუმცა ამჟამად მისი  ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

http://video.ambebi.ge/files-5/2018/01-29/qart.mp4