ვენესუელაში ნიკოლას მადუროს გადადგომის მოითხოვნით დემონსტრაცია გაიმართა

Европейские парламентарии не признают легитимность президента Венесуэлыვენესუელას ოპოზიცია ქვეყნის არმიას ნიკოლას მადუროსგან განდგომისკენ  მოუწოდებს.  ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ  ხუან გუიდომ კარაკასში დემონსტრაცია გამართა.

სიტყვით გამოსვლის დროს ხუან გუიდომ განაცხადა, რომ ვენესუელას არმია და მთელი ქვეყანა ერთი პრობლემის წინაშე დგას. ოპოზიციონერის თქმით, ქვეყანაში არსებობს პიროვნება, რომელიც არმიის უფლებებს არღვევს და ეს სამხედრო წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იციან. ხუან გუიდოს განმარტებით, ჯარისკაცების დიდ ოჯახს ცვლილებები სურს, ისევე როგორც მთელ ქვეყანას.

ვენესუელაში ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობის მეორე ვადის ინაუგურაცია 10 იანვარს გაიმართა. საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი მის პრეზიდენტობას არალეგიტიმურად მიიჩნევს. ნიკოლას  მადუროს მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად კი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, ეროვნულ ასამბლეას ნომინალური პასუხისმგებლობები აქვს. მას არ შეუძლია პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება.

image_pdfimage_print

Comments

comments