ღორის გრიპის გამო რუსეთი საქართველოს საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს

Похожее изображениеსაქართველოში ღორის გრიპის (H1N1)  გავრცელების გამო  რუსეთი საბაჟო გამშვებ პუნქტზე “ზემო ლარსი” კონტროლს ამკაცრებს. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერელურმა სამსახურმა ( Роспотребнадзор) ჩრდილოეთ ოსეთში სასაზღვრო და საბაჟო სამსახურებს საქართველოს საზღვარზე  კონტროლის გაძლიერების რეკომენდაცია უკვე გადასცა. 

“დღესდღეობით ჩვენთან გრიპით დაავადების დონე ეპიდემიოლოგიურ ზღვარს არ სცდება, ღორის გრიპით დაავადების შემთხვევაც არ არის დაფიქსირებული. სანამ საქართველოს სამხედრო გზა უამინდობის გამო დაკეტილია, ვირუსის გავრცელების საშიშროება შესაძლოა თავიდან ავიცილოთ.   თუმცა ჩვენ მაინც გავეცით რეკომენდაცია რუსეთ–საქართველოს საზღვარზე გამკაცრდეს კონტროლი. ეს გულისხმობს არა მხოლოდ საბაჟო და სასაზღვრო სამსახურის  თანამშრომლების მხრიდან პირადი ჰიგიენის დაცვასა და ნიღბების ტარებას, არამედ სატრანსპორტო  საშუალებების დათვალიერებას  გრიპით დაავადებული მგზავრების აღმოჩენის მიზნით.” – განაცხადა “როსპოტრებნადზორის” ჩრდილოეთ ოსეთის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ ზარემა კაბოლოვამ.

 

interfax-russia.ru/

 

 

image_pdfimage_print

Comments

comments